“ბავშვები ავადდებიან, უბრალოდ სიკვდილიანობა ნაკლებია“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბავშვებში კორონავირუსის ნაკლებად სახიფათო გავლენას სხვადასხვა ვერსიას უკავშირებს, ცერცვაძე თვლის, რომ ბავშვებს ვირუსისგან გარკვეულწილად იმუნიტეტის იცავს, მისივე მოსაზრებით ეს შესაძლოა წითელას აცრასაც უკავშირდებოდეს.

„ბავშვებში ვარაუდობენ რომ ვირუსისგან თავის დასაცავად  წითელის აცრა იძლევა ეფექტს, მეორე ვერსიით ბავშვების დიდი მასა ინფიცირდება ვირუსით მაგრამ უსიმპტომოდ გადააქვთ, ის, რომ ამის დაფიქსირება არც ხდება, თუმცა ეს არის მხოლოდ მოსაზრებები“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკურად მსოფლიოში კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების შემთხვევა გაცილებით მცირეა ზრდასრულებთან შედარებით და დაავადებაც არასრულწლოვნებში იოლი ფორმით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები