„შანსით ისარგებლეთ ძვირფასო საქართველს მთავრობავ“- მაიკლ როთი

„ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

როთის თქმით პრეზიდენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ვეტოს დადება არის შანსი და მთავრობას მოუწოდებს ისარგებლონ ამით.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, – წერს როთი.

მსგავსი თემები