„რაფაჰიდან 800 ათასი ადამიანი გაიქცა“-  გაერო

მას შემდეგ, რაც იქ ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დაიწყო, 800 ათასი ადამიანი “გახდა იძულებული გაქცეულიყო” ღაზის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰიდან. ამის შესახებ 18 მაისს, გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.

“რაფაჰის მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 800 ათასი ადამიანი გზაშია, რადგან იძულებული იყვნენ გაქცეულიყვნენ მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ამ არეალში სამხედრო ოპერაციები დაიწყეს 6 მაისს”, – განაცხადა გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს უფროსმა, ფილიპ ლაცარინიმ თავის პოსტში სოციალურ მედია X-ზე.

 

მსგავსი თემები