ზურაბ დათუნაშვილი: თუ მართალი არ აღმოვჩნდი, წავალ და ჩემს თავს მივხედავ

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ამ წუთებში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, ფედერაციის წინ კი, გეგა გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

„გეგეშიძე მოძალადეა! ხვალ მსხვერპლი შეიძლება გახდე შენ!“ – ამ ტრანსფარანტებით სამოქალაქო აქტივისტები, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

როგორც სხდომის დაწყების წინ ზურაბ დათუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დადებით შედეგს არ ელოდება.

„სხდომაზე მოვედი, შევალ და ვნახავ, რა იქნება. არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ მე მართალი არ აღმოვჩნდი, მაშინ წავალ და ჩემს თავს მივხედავ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, დააკავეს და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც თანამდებობაზე მუშაობა კვლავ გააგრძელა.

მსგავსი თემები