„გამჭვირვალობის კანონით საძინებელშიც გამჭვირვალედ შეხედვას დაიწყებენ“- მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმიანება. ბუწაშვილი ამბობს, რომ  აღნიშნულ კანონში ჩამატებულია პუნქტები, რომელიც კანონმდებლებს უფლებას მისცემს პირადი სივრცით დაინტერესდნენ.

“გამჭვირვალობის კანონი ამ ჩუმად ჩამატებული პუნქტებით უკვე საძინებელი ოთახების გამჭვირვალობის კანონადაც მოგვევლინა. ხოდა, გულუბრყვილოდ ვინც კითხულობდით, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდიო და ამდენი ხალხი გიმტკიცებდათ, მარტო გამჭვირვალობაზე არ არის ეს კანონიო, ახლაც თუ ვერ ხვდებით რაშია საქმე, აღარ ყოფილა საშველი.

ხოდა, ამ გამჭვირვალე საძინებლებში შეხედვას რომ დაიწყებენ, იქ კანონის მომხრე დახვდებათ თუ მოწინააღმდეგე, მაგას უკვე კაციშვილი ვეღარ გაიგებს”- წერს მაია ბუწაშვილი.

 

მსგავსი თემები