სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

არსებული ინფორმაციით, სენაკში, მკვლელობა მოხდა. მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია ორი. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, სამივე პირი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

 

მსგავსი თემები