„გამოიჩინეთ გამბედაობა და არ გააუქმოთ პრეზიდენტის ვეტო“- უიტსონი

აშშ-ს  ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”  კანონპროექტზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა. უიტსონი საქართველოს ხლისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის მსგავსი გამბეოდაობა გამოჩინონ და  ვეტო არ დაძლიონ.

„მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოელი აგენტების კანონზე ვეტოს დადების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო”-  წერს უოტსონი.

 

 

მსგავსი თემები