დაიღუპა 151 და დაიკარგა 2 600-ზე მეტი – ჰელოუინი კორეაში

სეულში,  იტევონის რაიონში ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი  მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა, 2 600-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.

ტრაგედია სამხრეთ კორეის დედაქალაქის ითხევონის რაიონში მოხდა, სადაც ბევრი ღამის კლუბი, კაფე და რესტორანია განლაგებული. ამ რაიონში კოვიდპანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვების გაუქმების შემდე პირველად იმართებოდა ღონისძიებები.

მედიის ცნობით,  ჭყლეტის დროს სეულის აღნიშნული რაიონის ქუჩებში 100 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

დაღუპული  ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, დღეიდან 5 ნოემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა.

 

მსგავსი თემები