გედევან ფოფხაძე ორშაბათს ისაუბრებს – სავარაუდოდ ისიც წავა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე ორშაბათს ბრიფინგს გამართავს და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. მისი თქმით, ის ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრებს.

„მინდა, მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავმართო დასაბუთებული და გააზრებული, არგუმენტირებული ბრიფინგი. ბრიფინგზე მომეცემა საშუალება, სრულად გავშალო თემები, რომელიც ბოლო დროს ხდებოდა. ორშაბათს ყველაფერს გეტყვით. გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. დიდი ალბათობით, გედევან ფოფხაძის პრესკონფერენციაც უმრავლესობის დატოვებას და მიზეზებს შეეხება.

მსგავსი თემები