თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა აკრძალულია 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 22 თებერვალს, 12:00 საათიდან 07:00 საათამდე თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, N24-დან N50-მდე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. გზის  ამ მონაკვეთზე წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც შსს-მ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან მომავალი მანქანების ნაკადი იმოძრავებს იაკობ გოგებაშვილის ქუჩის N50-დან აკაკი შანიძის ქუჩის გავლით პეტრე მელიქიშვილის გამზირზე; ვასილ პეტრიაშვილის ქუჩიდან ამომსვლელი ნაკადი იმოძრავებს იაკობ გოგებაშვილის N50-დან გურამ რჩეულიშვილის ქუჩაზე; თამარ ჭოველიძის ქუჩიდან ამომსვლელი ტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს გოგებაშვილის ქუჩის N22-დან კოტე მაყაშვილის და ვასილ ბარნოვის ქუჩების, ასევე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. კოტე მაყაშვილის ქუჩიდან კი – პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩისკენ.

მსგავსი თემები