“საკონსტიტუციო უმრავლესობას პირადად მე არ გამოვეტირები” – თამარ ჩუგოშვილი

​პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა ტრაგედია არაა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია.

„საკონსტიტუციო უმრავლესობას მე, პირადად სულ არ გამოვეტირები, სულ არ მგონია სწორი და კარგი რამ. რაც შეეხება იმ დაძაბულობას, რომელიც დეკემბრის ბოლოდან განვითარდა, რომლის კულმინაციაც ალბათ, გუშინ იყო სხდომაზე, ვისურვებდი, მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის. ამისთვის, ალბათ, ორივე მხარის მხრიდან მზაობა არის საჭირო”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

​თამარ ჩუგოშვილი თქმით, ეკა ბესელიას მიერ პარტიის შექმნა პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვის სასარგებლო იქნება.

„თუ ეკა ბესელია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კარგია. მე მგონი, ძლიერი პოლიტიკური ძალები და პარტიები და განსაკუთრებით ოპოზიციური, ჩვენს ქვეყანას აკლია. ეკა ძალიან ძლიერი და გამოცდილი ადამიანია და შესაბამისად, ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები