ტერმინები “დედა” და “მამა” გაქრობის ზღვარზეა, ისინი ციფრებმა ჩაანაცვლა

  •  

უკვე მეორე კვირაა, საფრანგეთში აქტიურად განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლის მოსწავლის საბუთებში ტერმინები “დედა” და “მამა” შეიცვალოს “მშობელი 1”-ით და “მშობელი 2”-ით. ვიღაცისთვის აღნიშნული ინიციატივა წარმატებულია, საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს მშობლებს შორის იერარქიის დარღვევას ნიშნავს.  პროფესორი პოლიტიკურ ფილოსოფიაში შანტალ დელსოლი ამ თემას “ფიგაროს” ფურცლებზე განიხილავს.     

მისი ინფორმაციით, “ნდობის სკოლის შესახებ” საკანონმდებლო ცვლილება ერთგვარი ნაპერწკალია დენთით სავსე კასრში. დეპუტატების უმრავლესობამ კანონპროექტი, მთავრობის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტის ავტორია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის – „საფრანგეთი, წინ“ წევრი, დეპუტატი, ვალერი პეტი. დეპუტატის მტკიცებით საფრანგეთში მიღებულია კანონები, რომლის მიხედვითაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინება და ბავშვების აყვანა შეუძლიათ. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ტერმინების შეცვლას მხარი დაუჭირა. მის მხარდამჭერთა აზრით, კანონის საბოლოო დამტკიცებით, ერთსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაცია დასრულდება.  

შანტალ დელსოლი ვარაუდობს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს სენატი. გარდა ამისა, საზოგადოებაში გამოწვეულმა მღელვარებამ მის ავტორებს დაანახა, რომ მათ შანსი არ აქვთ. მათ უკვე წარმოადგინეს სხვა შესწორება, რომელიც გამოცხადებულ პოზიციას სცილდება. 

“კანონპროექტის ავტორებს უნდა ესმოდეთ, რომ ნომრის მინიჭებით ახდენენ “მშობელი 2”-ის დისკრედიტაციას. როცა ადამიანი “მშობელი 2”-ია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მეორეხარისხოვანია და მსახურის როლი ეკისრება? ვინ ერგება სასურველი ნომერი პირველი? ხომ არ გახდება ეს ოჯახში კონფლიქტის მიზეზი? ამ ახალი და მეტად სერიოზული პრობლემის ფონზე, პარტია “წინ, რესპუბლიკას!” წევრმა ანა-კრისტინე ლანგმა განაცხადა, რომ მზადდება შესწორება, სადაც ფორმულირება “დედ-მამა” შეცვლილია ტერმინით “მშობელი 1 და 2″. ამგვარად ცდილობს პარტია სახის შენარჩუნებას”, – წერს ანალიტიკოსი.  

როგორც შანტალ დელსოლი წერს, როგორც ჩანს პოლიტიკოსებს სჭირდებათ შეხსენება, რომ წყვილი შედგება ქალისა და მამაკაცისგან, რომლებიც საერთო ბავშვის გაჩენის შემდეგ ხდებიან მამა და დედა. “როგორც ჩანს, მოგვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ 2X2=4 -ს”, – აცხადებს დელსოლი. 

“ფიგაროს” ინფორმაციით, საფრანგეთის განათლების მინისტრი ჟან-მიშელ ბლანქე მსგავსი კანონის წინააღმდეგია და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ნუ შეეხებიან ამ სფეროს. 

თარგმანი – შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები