“ძალადობას თუ მოინდომებენ, “ქათმებს” თავს არ დავაჩაგვრინებთ” – სანდრო ბრეგაძე

​საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყონ “ქართული მარშის” აქციის მშვიდობიანად ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები.

​როგორც სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული მარში” რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მჯდომარე აქციას გამართავს, ხოლო თუ გეი- აღლუმის მონაწილეები მისვლას დააპირებენ, მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ და თავს არ დააჩაგვრინებენ.

“ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა და სიბილწის ზეიმის ისე ჩატარება, რომელიც დაგეგმილია დედაქალაქში 18-23 ივლისს. კონსტიტუციის თანახმად, თბილისის მერია ვალდებულია დააკმაყოფილოს ჩვენი განაცხადი, რომელიც დღეს შევიტანეთ აქციის გამართვასთან დაკავშირებით.  როგორ წარმოგიდგენიათ, რუსთაველის გამზირზე კოლგოტკიანი კაცები, ვარდისფერ ფერებში შემოსილები, ბეწვით და ცეკვით, კოცნით და მტლაშა-მტლუშით რომ გაივლიან, რა შეიძლება მოხდეს. ყველამ უნდა გიგოს, რომ ეს არის საქართველო, უძველესი ტრადიციების მქონდე ქვეყანა, სადაც ასეთი რამ არასდროს მოხდება”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ “მთავარში”.

იგი დაუმორჩილებლობას უცხადებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და აცხადებს, რომ ის არ დაემორჩილება მისი მორალის, ზნეობის, ღირსების შეურაცხმყოფელ კანონებს.

“პირადად მე, ალექსანდრე ბრეგაძე, არ ვემორჩილები ანტიდისკრიმინაციულ კანონს. მე როგორც მოქალაქეს მაქვს უფლება არ დავემორჩილო იმას, რასაც მივიჩნევ ჩემი მორალის, ზნეობის ღირსების შეურაცხყოფად. ყველა ადამიანს მოვუწოდებ, მშვიდობიანი ფორმებით, დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს ანტიეკლესიურ, ანტიზნეობრივ და ანტიმორალურ კანონებს, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. არც ეს პარლამენტი არ არის ქართველი ერის ნების გამომხატველი”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.  

მისივე თქმით, “ქართული მარშის” აქცია იქნება მშვიდობიანი, თმის ღერი არ ჩამოუვარდება არავის. ლგბტ თემის წარმომადგენლების მისამართით ერთი ბილწი სიტყვა არ იქნება ნათქვამი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან პროვოკაციის მცდელობას იქნება და “ძალადობას მოინდომებენ, “ქათმებს” თავს არ დავაჩაგვრინებთ”, – ამბობს იგი.

როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ის, რომ “მეხივით გავარდნილიყო ცაზე” ივნისში, გეი-აღლუმის დაანონსება. ამ ფაქტით თავად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებიც არიან აღშფოთებულები. 

“მაქვს ინფორმაცია, რომ თავად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არიან აღშფოთებულები და ამბობენ, რომ ასეთი პროვოკაციები, მათ მიმართ საზოგადოების აგრესიას ზრდის და ექმნებათ პრობლემები. ეს ადამიანები ცხოვრობენ, მოღვაწეობენ და მათ ამაში არავინ ხელს არ უშლის”, – აცხადებს “ქართული მარშის” ლიდერი.  

მოამზადა მარიამ გელაშვილმა

მსგავსი თემები