მიხეილ სააკაშვილს მეუფე მელქისედეკი ხვდება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეუფე მელქისედეკი მივიდა. სასულიერო პირი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხვდება.

​მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის განცხადებით, ეკლესია შერიგებისკენაა მოწოდებული, დანარჩენი კი „მათი“ გადასაწყვეტია.

„მოვედი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვინახულო, ვნახო მისი მდგომარეობა. ძალიან დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მის გათავისუფლებას მეც მოვაწერე ხელი. რამდენიმე დღის წინ გავაჟღერე ეს იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთთან დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებს, ეკლესიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი“ – განაცხადა მეუფემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები