“პირფერობა არ მჩვევია, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ვამბობ, რაც კარგია”- ბესიკ ადამია

  •  

​ქალაქ ქუთაისში, “მშვიდობის მოედანზე”, ახალდადგმული “მშვიდობის მონუმენტის” გარშემო ტერიტორია ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დავალებით გამწვანდა.

როგორც მონუმენტის იდეის ავტორმა, მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტმა, ბესიკ ადამიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, კარგი იქნება თუ მონუმენტის გარშემო სანიაღვრე სისტემაც მოწესრიგდება.

“დღეს მოვიდნენ გამწვანების სამსახურიდან და “მშვიდობის ბურთის” მონუმენტის გარშემო შეივსო ბუჩქებით, ხოლო სამკუთხა კუნძულზე დაირგვება ლამაზი ყვავილები, ღამის განათებით ეს მონუმენტი ძალიან ლამაზია, ვინც ამას ნახულობს, ამბობენ, – სილამაზით ვტკბებითო. პატარა ბავშვივით მიხარია, როდესაც ხალხის გულის გასახარად რაიმე კეთდება,”- განაცხადა ბესიკ ადამიამ.

მონუმენტის ავტორმა მადლობა გადაუხადა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს ბექა ყურაშვილს.

“პირფერობა რომ არ მჩვევია. ეს კარგად იცით, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ვაღიარებ რაც კარგია. ადამიანებმა არავის უნდა დავუკარგოთ კარგი საქმე. მადლობას ვუხდი ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, ბექა ყურაშვილის ხელმძღვანელობით,”- განუცხადა ბესიკ ადამიამ “მედიაცენტრ მთავარს”.

ქუთაისში, ტორპედოს სტადიონთან, “მშვიდობის მოედანზე” პირველად მსოფლიოში “მშვიდობის ბურთის” მონუმენტი დაიდგა, რომელზეც სიტყვა “მშვიდობა” 67 ენაზე არის განთავსებული. მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. ​

მსგავსი თემები