ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურამ რუსლან გამისონიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მოქალაქე რუსლან გამისონიას წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის ზაფხულის შემდეგ ქართულ მხარეს აფარებს თავს.

მათივე ცნობით, გამისონიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა და მედიაში საჯარო მოწოდებების გამო, რომლებიც “აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობასთან წინააღმდეგობაში მოდის”

ე.წ. პროკურატურის განმარტებით, 2022 წლის აგვისტოში გამისონიამ სოციალურ ქსელ Tik Tok-ზე, ბუავ დაურ ტარიელოვიჩის სახელზე რეგისტრირებულ გვერდზე, გამოხატა იდეები ვიდეოებით, რომლებიც “შეიცავს ფარულ მოწოდებას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ”, რომ აფხაზეთი “შეუერთდეს” საქართველოს.

მათივე ცნობით, გამისონია განზრახ მკვლელობისთვისაა გასამართლებული, ასევე გულრიფშის რაიონულმა სასამართლომ ადრე გაასამართლა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქის მიმართ გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედებების ფაქტზე.

მსგავსი თემები