„კიევი ყოველმა მეორე ადამიანმა დატოვა, დედაქალაქი ციხესიმაგრედ იქცა“ – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევი თითქმის დაცარიელდა. ქალაქში 2 მილიონზე ნაკლები ადამიანი რჩება

„რუსების მთავარი მიზანი კიევის დაპყრობა, კიევის ალყაში მოქცევაა, რათა შემდეგ შეუტიონ და ხელისუფლება დაამხონ. მათი გეგმები არ ხორციელდება ჩვენი ბიჭების დახმარებით. ბუჩა, ვორზელი, ირპენი, ჰოსტომელი ის ადგილებია, სადაც ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენი ბიჭები კიევის ალყაში მოქცევის გეგმებს შლიან. ბოლო მონაცემებით, ყოველმა მეორე კიეველმა ქალაქი დატოვა. კიევი ახლა ციხესიმაგრედ იქცა“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

მისი თქმით, ასეთი სულისკვეთება არასდროს ყოფილა, როგორიც დღეს კიევში არსებობს.

 

მსგავსი თემები