თბილისში იმ მასშტაბის შენობები აშენდება, რომელიც კონკრეტულ უბანს შეესაბამება – ილია წულაია

პარლამენტის წევრი ილია წულაია დადებითად აფასებს თბილისის მერ კახა კალაძის გადაწყვეტილებას, K2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს რადიკალურად შეცვლის თბილისის განვითარებას. ქალაქში კონკრეტული უბნის შესაფერისი მასშტაბის შენობები აშენდება.

​მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით: პირველ რიგში წერტილს დაუსვამს ქაოსურ განაშენიანებას – აშენდება მხოლოდ იმ მასშტაბის შენობები, რომელიც კონკრეტულ უბანს შეესაბამება, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ისე ზომით. 

მეორე მხრივ, ერთიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს ყველა დეველოპერული კომპანიისთვის – არავის არ ექნება იმის განცდა, რომ ვინმე უპირატეს მდგომარეობაშია და იმატებს კოეფიციენტს ხოლო სხვა ვერ ახერხებს და ზარალდება. 

“მე მივესალმები ამ თამამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ თბილისის განვითარება სწორი მიმართულებით გაგრძელდება”, – აცხადებს წულაია.

მსგავსი თემები