რომან კაკულია: კალაძის ინიციატივა არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დედაქალაქის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კახი კალაძის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისის გენერალური განვითარების გეგმის მიხედვით განიხილება.

“კახი კალაძის ინიციატივა არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება. ორი მიზეზის გამო. პირველი – ყველასათვის გასაგები იყო, რომ თუ რაიმე მიზეზი ასოცირდებოდა თბილისის უსახურ განვითარებასთან, ეს იყო k 2 კოეფიციენტი და მისი არაპრაგმატული გამოყენება. ამის დასასრული, რა თქმა უნდა, პოზიტიური გადაწყვეტილებაა.

მეორე მიზეზი – ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, რომლის შედეგიც მყისიერ ეფექტზე კი არ არის გათვლილი, არამედ გათვლილია გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე. როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაა ყველაზე რთული და ამ მიმართულებითაც დადებითად ვაფასებ, რადგან ის გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისის გენერალური განვითარების გეგმის მიხედვით ლოგიკურ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ განვითარებას უზრუნველყოფს”- აცხადებს რომან კაკულია.

მსგავსი თემები