“არასდროს ჰქონია ორმაგი სტანდარტი, ვაჭრობა არასდროს გაუმართავს” – ზაზა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი, მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, პარლამენტარ ეკა ბესელიას დამსახურებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტში იშვიათად მოინახება ადამიანი, რომელსაც მისი მსგავსი შრომისუნარიანობა, ტაქტი და მოთმინების უნარი ჰქონდეს.   

როგორც ზაზა პაპუაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეკა ბესელიას  წინა მოწვევის პარლამენტში ფასდაუდებელი შრომა აქვს გაწეული. მას ერიდება საკუთარ დამსახურებებზე საუბარი, მაგრამ როგორც პოლიტიკოს, აქვს დამსახურება ქვეყნის წინაშე. არასდროს ჰქონია ორმაგი სტანდარტი და არასდროს არავინ გაუყიდია, ვაჭრობა არ გაუმართავს.

“რაც მის წინააღმდეგ ზოგიერთმა ადამიანმა დააპირა, ეს არც უნდა ეკადრებინათ და საწადელსაც ვერ მიაღწიეს. ზოგჯერ ნაბრძოლ ადამიანს ერიდება თავის დამსახურებებზე საუბარი. ეკას ამ ნაწილში, როგორც პოლიტიკოსს და პარლამენტარს ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს. მას არასდროს ჰქონია ორმაგი სტანდარტი და არასდროს არავინ გაუყიდია. ვაჭრობა არ გაუმართავს. ეკას მსგავსი მშრომელი და ნაღვაწი ადამიანი პარლამენტში იშვიათად შეიძლება მონახო, მას საოცარი შრომისუნარიანობა, გამძლეობა აქვს, საოცრად ტაქტიანია. აქვს მოთმენის დიდი უნარი. მე მის გვერდით ვყოფილვარ საკანონმდებლო ვაკხანალიებში, მაგრამ არ მახსოვს, რომელიმე პრინციპული საკითხი დაეთმოს და ბოლომდე არ გაეტანოს”, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ზოგ ადამიანს წარმოდგენაც არ აქვს რა არის გუნდი და როგორ უნდა იმოქმედოს გუნდმა. ასეთ დროს საჭიროა სიფრთხილე და ტაქტი, რომ არ დაუწყოს ნაღმების აფეთქება.  

მსგავსი თემები