ჯანმო  კორონავირუსის ჩინეთის ლაბორატორიაში წარმოშობას ვერ ადასტურებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვერ დასტურდება   ჩინეთის ლაბორატორიაში კორონავირუსის წარმოშობა. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად ის სახელდება, რომ ექსპერტთა ჯგუფს  სრულად არ მიეცა ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაიკ რაიანმის განაცხადებით, ჯანმო ჩინეთს ვერაფერს აიძულებს. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს ძალაუფლება, ვინმე ამასთან დაკავშირებით აიძულოს. ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას და ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრის მხარდაჭერას, ასევე ამ საქმეში შეტანილ წვლილს“, – ასეთია რაიანის შეფასება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე  წელს, ვირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩინეთში ჯანმომ ექსპერტთა ჯგუფი გაგზავნა. მათ თავდაპირველად არ მისცეს მუშაობის შესაძლებლობა, შემდეგ კი ნაწილობრივ შეძლეს ემუშავათ. მათი…

მეტი...

საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წარდგება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში წარდგება. მოხსენება პარლამენტს, რეგლამენტის შესაბამისად, წერილობითი ფორმით წარედგინა.  „სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვისა და რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების გამყარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“,- ნათქვამია დოკუმენტში. მოხსენებაში საუბარია პანდემიით გამოწვეული სიტუაციის მიუხედავად ქვეყნის პროგრესზე სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით,…

მეტი...

„მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლარიზაციის დონე შემცირდეს“ – ფილიპ რიკერი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლარიზაციის დონე შემცირდეს. მისივე შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისთვის ეს აუცილებელია. ფილიპ რიკერმა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით პოლიტიკური ჩიხი უნდა დასრულდეს. „რეგულარულად ვიღებ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საელჩოდან. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ვითამაშეთ როლი, როდესაც საქმე ეხებოდა ოპოზიციისა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების წარმოებას, რაც შემდგომ დასრულდა პოლიტიკური ჩიხის გადაჭრით და რაღაც ახალი გზის პოვნით.  საქართველოს ჰყავს  მრავალპარტიული პარლამენტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პარტიამ პარლამენტში იმუშაოს კონსტრუქციულად და გააკეთონ ის საქმე, რა…

მეტი...

„აუცილებლად გაგცემთ პასუხს“ – მამა ანდრია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი  ანდრია ჯაღმაიძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელ ანა აბაშიძის სპეციალური ქსელით პასუხობს. „უცილებლად გაგცემთ პასუხს და შევაფასებთ ამგვარ შეურაცხყოფებს” – აცხადება დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. შეგახსენებთ, რომ ანა აბაშიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს “ბოროტების ბუნაგი” უწოდა.

მეტი...

„საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ამერიკა“ – ფილიპ რიკერი  

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის განცხადებით, საქართველოს ამერიკაზე მტკიცე დ ძლიერი პარტნიორი არ ჰყავს. აღნიშნული განცხადება რუკერმა მედიასთან გამართულ  ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება. „აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიაში და ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით“ – ათნიშნა მაღალი დონის სტუმარმა, რომელიც საქართველოში კავკასიის ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას. „აშშ მხარს უჭერს საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციას და ჩვენ ერთგულნი ვართ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის განაცხადისა, რომ საქართველო გახდება…

მეტი...

„შენ ყველაზე გარყვნილ ადამიანებზე ზრუნავ, შენ არ ხარ სახალხო დამცველი, შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი“ – ლევან ვასაძე ნინო ლომჯარიას

„შენ თუ არ გესმის, რას ნიშნავს სახალხო დამცველობა, თუ არ გესმის, რომ ფარად უნდა დაუდგე ყოველგვარ უსამართლობას, შენ არ ხარ სახალხო დამცველი“ – ასე მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ სახალხო დამცველს და მისი გადადგომა მოითხოვა. სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საპატრიარქოს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ნინო ლომჯარიას ქმედებები დაგმეს     „როდესაც შენ სახალხო დამცველად მუშაობ ქვეყანაში, სადაც დილიდან საღამომდე ხდება ტრადიციაზე ძალადობა, ეკლესიის დაცინვა, დაცინვა იმაზე, რაც მიღებულია საზოგადოებაში, როდესაც შენ ამის ნაცვლად ყველაზე გარყვნილ ადამიანებზე ზრუნავ, შენ არ ხარ სახალხო დამცველი, შენ ხარ…

მეტი...

„ოპოზიციასაც შევახსენებ, რომ კომპრომისი აუცილებელია“ – ფილიპ რიკერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება და პრესკონფერენციას მართავს. როგორც მაღალი რანგის სტუმარი განმარტავს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.   „საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მნიშვნელოვან პარტნიორად კავკასიაში. ჩემი ვიზიტის გზავნილია, უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს წარმატება, მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს  საარჩევნო და მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებს. მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში. განსაკუთრებით, როცა არის კოვიდ სიტუაცია, ეკონომიკური მდგომარეობა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. ოპოზიციას როცა შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი, ეს არის აუცილებელი ნაწილი დემოკრატიული…

მეტი...

ლევან ვასაძე სახალხო დამცველის გადადგომას ითხოვს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას დაკავებული პოზიციიდან გადადგომას ითხოვს. როგორც ლევან  ვასაძემ სახალხო დამცველის ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ე.წ. ღირსების მარში უნდა გააუქმოს.    როგორც ვასაძემ აღნიშნა, გასაუქმებელია 5 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი „ღირსების მარში“ და ეს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გააკეთოს. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ახალციხის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და მეუფე სპირიდონს მხარდაჭერას უცხადებენ.

მეტი...

„ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონეში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან“, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. „გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, რიკერთან. ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ მიმართულებებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

„წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი“ – კახა ოქრიაშვილი

პარტიის – „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებთ განცხადებას აკეთებს და აბობს, რომ  ეს სასოწარკვეთილის წერილია.                „ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის  სასოწარკვეთილი წერილი. მისი თქმით,  გიორგი გახარიამ უღალატა საკუთარ გუნდს და ასევე, უღალატა ქვეყანას. გამოდის, რომ ვინც „ქართული ოცნების“ არასწორ და ქვეყნისთვის დამაზარალებელ პოლიტიკას ემიჯნება, ის ქვეყნის მტერია – ანუ, ბატონი ივანიშვილის წარმოდგენაში, ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივეა ცნებაა.                2012 წლიდან დღემდე, იმ ყველა წინასაარჩევნო ტყუილს, როგორიც იყო იაფი ფული, დენი, გაზი, საამური ცხოვრება და ა.შ. ბატონმა ივანიშვილმა…

მეტი...

ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, ღვინის საწარმოები ფერმერებისგან ყურძენს აღარ ჩაიბარებენ

2021 წლის რთველზე საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვეღარ ჩააბარებს. ამის შესახებ ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება. ამ ეტაპისთვის პროცესი ხუთ მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს. ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, აეროგადაღებები დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ხდება, პროცესის დასრულების შემდეგ, ივნისიდან რეგისტრაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც დაიწყება. ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში სწორედ წელს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. მსგავსი კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.

მეტი...

ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს დებატებში იწვევს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს დებატებში იწვევს. ოხანაშვილმა ვაშაძეს დებატებში მონაწილეობა ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას შესთავაზა, სადაც კამათი გამოიწვია ვაშაძის განცხადებამ, რომელმაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მმართველი გუნდის მიერ გატარებულ ცვლილებებს ანტიდემოკრატიული უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასება ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის საელჩოს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვაშაძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არასწორია, როცა მის შეფასებას ასაღებს როგორც სტრატეგიული პარტნიორების შეფასებას, რადგან მსგავსი ფორმულირება მათ შეფასებებში არ გვხვდება. „მე ბატონ გიორგი ვაშაძეს ვთავაზობ დებატებს ამ საკითხზე, წერტილი რომ დაესვას, აირჩიეთ ეთერი სადაც გინდათ – ობიექტური, ნეიტრალური და დავასრულოთ და…

მეტი...

ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი განცხადებას მიიღებს

14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი უნდა გაიმართოს, ერთად მოვამზადეთ პარლამენტის სახელით განცხადება, რომელიც არის მრავალპარტიული, ხაზს უსვამს იმ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც პარლამენტში აქვს ჩვენს ნატო-ში წევრობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა განცხადებაში თავმოყრილია, ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. „აქ არის ჩამონათვალი ნატო-ს წევრობა რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს ჩვენთვის. მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფორმატი, განსაკუთრებით საქართველოსთვის. ნატო-სა და მის წევრებს მადლობას ვუხდით საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისათვის. ხაზს ვუსვამთ პარტნიორობის გაძლიერებას დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად,…

მეტი...

მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები სახალხო დამცველის ოფისთან აქციას მართავენ

მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები ამ წუთებში სახალხო დამცველის ოფისთან აქციას მართავენ. ადგილზე შეკრებილი არიან სასულიერო პირები და მოქალაქეები, რომლებიც ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, ეკლესიის დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ამასთან, „ალტ ინფოს“ დამფუძნებლის თქმით, ნინო ლომჯარია წლებია, საპატრიარქოს ებრძვის. „სახალხო დამცველის ოფისთან ვიწყებთ იმის გაპროტესტებას, რასაც აშავებს ეს ადამიანი. ადამიანი, რომელიც წლებია, ებრძვის საპატრიარქოს, რელიგიას და ყველაფერ იმას, რითაც ჩვენ, ქართველი ხალხი ვამაყობთ. აქ შეკრების მიზანია მათ შორის მეუფე სპირიდონის მხარდაჭერა, ჩვენი დედაეკლესიის მხარდაჭერა. ჩვენ, დღეის ამას იქით, მივალთ ყველგან, სადაც ესენი რამეს დაგეგმავენ“, – აღნიშნა „ალტ ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ. მანამდე, აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის…

მეტი...

“რეზო გაბრიაძე ბუმბერაზი გენიოსი იყო, რომელიც ძალიან დაგვაკლდება” – კახა კუჭავა

რეზო გაბრიაძე ბუმბერაზი გენიოსი იყო, რომელიც ძალიან დაგვ აკლდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა და დიდი ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, რეზო გაბრიაძის შემოქმედებაზე თაობები გაიზრდებიან. „ვუსამძიმრებთ რეზო გაბრიაძის ოჯახს, მთელ საქართველოს ამ ძალიან დიდ დანაკარგს.  ადამიანი, რომლის შემოქმედებაზე გაიზარდა თაობები და კიდევ გაიზრდება. უდიდესი ქართველი, კინოს, თეატრის რეჟისორი, მხატვარი, მწერალი, ადამიანი, რომლის ამ ქვეყნიდან წასვლამ ნამდვილად გული დაწყვიტა არა მხოლოდ მის ახლობლებს, ქართველებს, არამედ ყველას მსოფლიო მასშტაბით.  ის ნამდვილად ბუმბერაზი გენიოსი იყო, რომელიც ძალიან  …

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას ხისტად და ცალსახად გაემიჯნა” – დავით სერგეენკო

უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას „ხისტად და ცალსახად” გაემიჯნა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, „მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის საკუთარი აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს“. „რადგან მასთან ირიბად იყო დაკავშირებული მოარული ხმები, რომ თითქოს ეს მის მიერ მართული პოლიტიკური ძალა იყო, ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ძალიან ცალსახად და ხისტად გაემიჯნა. დეფინიციები, რაც მან გამოიყენა, რომ ეს არის პარტიის და ქვეყნის ღალატი, რა თქმა უნდა, არის ხისტი. ვფიქრობ, გახარიას ექნება შესაძლებლობა, დაასაბუთოს თავისი პოზიცია, თუმცა განცხადება ცალსახა იყო და წყალგამყოფი გაავლო ამ მოვლენებს შორის”,- განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება გახარიას მიერ გადადგომას გადაწყვეტილებას, სერგეენკოს თქმით,…

მეტი...

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელიც 18:00 საათზა ჩანიშნული. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და საკანონმდებლო საქმიანობაზე იმსჯელებს.

მეტი...

„ქართული ოცნება” ცდილობს „ნაციონალებზე“ უფრო „ნაციონალებად“ აქციოს გახარია და მისი პარტია” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„ქართული ოცნება” ცდილობს „ნაციონალებზე“ უფრო „ნაციონალებად“ აქციოს გახარია და მისი პარტია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის” ერთ – ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ამოცანაა, რომ გიორგი გახარიამ მათი მხარდამჭერების ხმები არ წაიღოს. „ახსნის ყველაზე მარტივი ვერსია რომ შემოგთავაზოთ, ეს არის, რომ გიორგი გახარიას „ქართულმა ოცნებამ” არ გააყოლოს არც ერთი მხარდამჭერი და „ნაციონალებზე“ უფრო „ნაციონალებად“ აქციონ გიორგი გახარია,”- განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეტი...

პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ რეგისტრაციის საკითხს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი ფრაქცია 32 წევრისგან შედგება და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. მათივე ინფორმაციით, კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ რეგისტრაციის საკითხს, რომლის თავმჯდომარეც ხათუნა სამნიძე იქნება. სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციის საკითხს. კომიტეტის გადაწყვეტილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება. კომიტეტმა უარი თქვა „საკანონმდებლო წინადადების“ წარმდგენის მატერიალური ანაზღაურების შესახებ საქართველოს მოქალაქე ლევან ჯოხაძის საკანონმდებლო წინადადების შემდგომ განხილვაზე. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით თუ მოქალაქე…

მეტი...

კომპანია “ენკას” ოფისთან, სადაც “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

კომპანია “ენკას” ოფისთან, სადაც “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, ხმაურია. აქციის მონაწილეები ადგილზე პროტესტს საყვირებით გამოხატავენ. ისინი „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. მათ კომპანის შესასვლელი სიმბოლურად წებოვანი ლენტით დალუქეს. მათივე თქმით, დღეს გამაფრთხილებელი აქცია იმართება და თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მოხდება სხვადასხვა ობიექტის რეალური პიკეტირება. აქციის გამო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მეტი...

“გიორგი გახარია არ უნდა განვიხილოთ როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა” – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, გიორგი გახარია არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა. “ივანიშვილის განცხადებამ დაადასტურა ორი რამ, რაც მანამდეც ვიცოდით ყველამ, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებას ვადევნებთ თვალყურს. ერთი, რომ ის მართავს ქვეყანას და აკონტროლებს მთავრობას. გზავნილებიც კი, კობახიძეს ბოდვა სიტყვასიტყვით იგივეა, რაც ივანიშვილმა გაგვიმეორა დღეს. მეორე, რომ მას სურს გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები, პოტენციურად მომავალში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხედავს “ქართული ოცნების” პოლიტიკურ შანსებს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ. ენმ-ის წევრის ლევან…

მეტი...

ლილუაშვილის შეფასებით, ივანიშვილის განცხადება მის პოლიტიკაში დაბრუნებაზე მიუთითებს

სიმართლე არის სიმართლე მუხედავად იმისა, პოლიტიკიდან წასული-დაბრუნებული ადამიანი როგორ აფასებს კონკრეტულ მოვლენებს. სიმართლე ამის მიხედვით ვერ შეიცვლება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა გახარისთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა. ლილუაშვილის შეფასებით, ივანიშვილის განცხადება მის პოლიტიკაში დაბრუნებაზე მიუთითებს. ბექა ლილუაშვილის განმარტებით, სასაცილოა საუბარი, თითქოს გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია. „ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ წავიდა პილიტიკიდან და ამავდროულად ასეთი შეფასებებით აკეთებს განცხადებებს, ეს ამას მიუთითებს. ჩვენთვის თავის დროზეც სასაცილო ბრალდება იყო და ახლაც გაუგონარი ამბავია, რადგან პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ მიმართ გაჟღერდა მაგავსი განცხადებები პროექტობასთან დაკავშირებით, ძალიან…

მეტი...

ლატვია საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას გადასცემს

საქართველოში იმყოფება ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ედგარს რინკევიჩსი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება, იქამდე ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დიპლომატებმა ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიხილეს, ისაუბრეს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ მინისტრთანაც. ქართველ კოლეგასთან ვიზიტის შემდეგ ედგარს რინკევიჩსიმ განაცხადა, რომ მათ შეხვედრაზე თანამშრომლობის მრავალი სფერო მიმოიხილეს, მათ შორის იყო ნატოს მომავალი სამიტიც: “შეხვედრაზე განვიხილეთ ნატოს მომავალი სამიტის თემა და საჭიროება, რომ ნატოს სამიტის დეკლარაციაში იყოს ძალიან ნათელი დადასტურება მისა, რომ ნატოს კარი ღიაა და რომ პრაქტიკული მხარდაჭერა ხორციელდება იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც სურვილი აქვთ ნატოში გაწევრიანების.ეს არ გახლავთ…

მეტი...

“სჯობს ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს” – დავით უსუფაშვილი

სჯობს ივანიშვილმა წინასწარ დააანონსოს და გვითხრას კიდევ ვინ უღალატებს – ამის შესახებ ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. “სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დააანონსოს და გვითხრას, მას კიდევ ვინ უღალატებს, რადგან ამ წლების განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ პოსტფაქტუმ, როცა ვინმე მისი გავლენის, თუ მასთან თანამშრომლობის სფეროდან გადის, შემდეგ უწოდებს მას – მოღალატეს და რას არ უწოდებს,” – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი, იყო რომ გიორგი გახარიამ თანამდებობიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლით უღალატა, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე ქვეყანასაც. ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას,…

მეტი...

„ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი!“ – რამ გამოიწვია გუშინ ზედიზედ 4 მიწისძვრა ჯავახეთში

ქალაქ ნინოწმინდასთან ახლოს გუშინ 4-ჯერ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ კომენტარი გააკეთე: „ზედიზედ 4 მიწისძვრა ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც რეგიონში დაფიქსირდა. ჯავახეთი საქართველოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა, სადაც ვულკანურ სეისმურობასთან ერთად ტექტონიკური სეისმურობაც არის. აქედან გამომდინარე, იქ ყოველთვის ხდებოდა და მოხდება მიწისძვრები. ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი, ძალიან კარგია, რომ 4 მსუბუქი მიწისძვრის ხარჯზე გამოთავისუფლდა დაგროვილი ენერგია. დღესდღეობით შეუძლებელი ამოცანაა, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, მოხდება თუ არა ისევ მიწისძვრა. თუმცა, რადგან ეს სეისმურად აქტიური ზონაა, რა თქმა, უნდა მოსალოდნელია“, – ამბობს თეა გოდოლაძე. გოდოლაძეს “პრაიმტაიმი” ესაუბრა.

მეტი...

ქვეყნის მასშტაბით, აღდგენილია 160 ჰა-მდე ტყის ფართობი – ტყის აღდგენა ხობის მუნიციპალიტეტში

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურში, ტყის აღდგენის სამუშაოები 1.3 ჰა ფართობზე განახორციელა. ტყის ტერიტორიაზე ფოთლოვანი სახეობის 6100 ნერგი დაირგო. როგორც „მედიცენტრ მთავარს“ სატყეო სააგენტოდან აცნობეს, ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ეროვნული სატყეო სააგენტოს, როგორც ტყის მართვის ორგანოს, ძირითად ფუნქციას ტყის მდგრადი მართვა, ტყის მოვლა-აღდგენა და ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება წარმოადგენს. გასულ წელს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, აღდგენილია 160 ჰა-მდე ტყის ფართობი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი, მოიაზრებს, 2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე…

მეტი...

გახარიას პარტიამ კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და სუს-ს მიმართა

პარტიამ “საქართველოსთვის” კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და სუს-ს მიმართა. ინფორმაცია პარტიის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა “მასმედიაში ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში, მზადდებოდა შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, რაში თანამონაწილეობისთვისაც ბრალი დასდო იმ დროისთვის ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს – გიორგი გახარიას, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, მისივე თქმით, უკრაინიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიცავს შესაძლო მძიმე დანაშაულის ნიშნებს. აღნიშნული ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს პოლიციასა და თავდაცვის ძალებს, სახელმწიფოს შიდა უსაფრთხოებასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს,”- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩსს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. მათივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი ლატვიის ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყნებს შორის შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის დასტურია. საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა აღნიშნული თანამშრომლობის  კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში. ყურადღება დაეთმო COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს. აღინიშნა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ვაქცინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობის აუცილებლობა. შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, ამ პროცესში…

მეტი...

სელფის გადაღებისას გეგის ჩანჩქერთან ტურისტი მდინარეში გადავარდა – ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის გოგოს ეძებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის რუს ტურისტს ეძებენ, რომელიც გაგრის მუნიციპალიტეტში ექსკურსაზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი გაგრაში მდებარე გეგის ჩანჩქერთან სელფის გადაღებას ცდილობდა, როდესაც ფეხი დაუცდა და ხიდიდან მდინარეში ჩავარდა.  შემთხვევა ერთი დღის წინ მოხდა. აფხაზეთში მოსულმა დიდმა ნალექმა  წყლის დონის მატება გამოიწვია, რამაც სამძებრო სამუშაოები გაართულა.

მეტი...

“ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას, ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ” – ბერდია სიჭინავა

ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას არც ერთ მსგავს საკითხზე, ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ის გახარიასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, ამასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ოფიციალური გვერდით გავრცელდა განცხადება. კიდევ ერთხელ განვმეორდები – ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას არც ერთ მსგავს საკითხზე, ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილი ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე” – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარია ხისტი იყო, როდესაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას სასწრაფოდ მოითხოვდა და მისი მეტამორფოზა იმ დროს, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს. როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გახარიას ქმედებებს დაერთო ჭორი, რომ თითქოს მისი მოქმედებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდებოდა და ამიტომ ივანიშვილი ვალდებულიც იყო საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა. „პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის გიორგი გახარიას ძალიან მკაცრი და გადაჭარბებულად ხისტი კომენტარები, პოზიცია, რომელიც მან უმრავლესობის შეხვედრაზე გამოხატა. გაცილებით უფრო მკაცრად, ვიდრე მას ჩვევია. მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან იგი „ნაციონალურ მოძრაობის” მიმართ ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაამთავროს.…

მეტი...

ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ევროკავშირის თაოსნობით, “ნამახვანესთან” დაკავშირებით მედიაცია გაიმართება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ევროკავშირის თაოსნობით, “ნამახვანესთან” დაკავშირებით მედიაცია გაიმართება. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ხელისუფლებას მუდმივი კონტაქტი აქვს კომპანია „ენკასთან“, რომელიც მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნას. „ჩვენ, რა თქმა უნდა, პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორთან, აქაც იყო ჩამოსული, მერეც ვეკონტაქტეთ, პირადად მაქვს ძალიან ხშირი კონტაქტი. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არის, მათ შორის მედიაციის პროცესი, ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება. ისინი მზად არიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას, მით უფრო, უკვე წავიდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისებზე. მაგალითად. კაშხლის მშენებლობის სრული…

მეტი...

ფილიპ რიკერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო „ვინოტელში” მიმდინარეობს. მანამდე კი, ფილიპ რიკერი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მედია ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა. მან ასევე შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. დღესვე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართება. დღის ბოლოს კი ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება. როგორც ცნობილია ფილიპ რიკერი საქართველოს გარდა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების პროგრესი და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა.

მეტი...

“მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს ბიუროს დღევანდე სხდომაზე წარედგინება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, ყველა პროგრამის გათვალისწინებით, 398 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით გასამმაგებულ რიცხვს წარმოადგენს. „აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ძალისხმევითა და არაფორმალური არხების გამოყენებით, მოხერხდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები 1 000-ზე მეტი სტუდენტისა და მოსწავლის, ასევე მათი თანმხლები პირების ორგანიზებულად გადმოყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით. საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის,…

მეტი...

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ორი ოპოზიციური ფრაქციის და ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტში 7-წევრიანი ფრაქციის “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა“ და 32 წევრიანი ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას“ შექმნას კენჭი უყარა. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა. რაც შეეხება 7-წევრიან ფრაქციას “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“, ფრაქციაში ერთიანდებიან “სტრატეგია აღმაშენებელის“…

მეტი...

“სიმართლეს ყველა გაიგებს” – გიორგი გახარიას პირველი კომენტარი ივანიშვილის წერილზე

ბიძინა ივანიშვილის წერილს ექსპრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ეხმაურება: “მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო… სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!”- წერს გიორგი გახარია. შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი, იყო რომ გიორგი გახარიამ თანამდებობიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლით უღალატა, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე ქვეყანასაც. ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ცხოვრება, რამენაირად მისი პროექტი შეიძლება იყოს.

მეტი...