„შენ ყველაზე გარყვნილ ადამიანებზე ზრუნავ, შენ არ ხარ სახალხო დამცველი, შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი“ – ლევან ვასაძე ნინო ლომჯარიას

„შენ თუ არ გესმის, რას ნიშნავს სახალხო დამცველობა, თუ არ გესმის, რომ ფარად უნდა დაუდგე ყოველგვარ უსამართლობას, შენ არ ხარ სახალხო დამცველი“ – ასე მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ სახალხო დამცველს და მისი გადადგომა მოითხოვა.

სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საპატრიარქოს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ნინო ლომჯარიას ქმედებები დაგმეს    

„როდესაც შენ სახალხო დამცველად მუშაობ ქვეყანაში, სადაც დილიდან საღამომდე ხდება ტრადიციაზე ძალადობა, ეკლესიის დაცინვა, დაცინვა იმაზე, რაც მიღებულია საზოგადოებაში, როდესაც შენ ამის ნაცვლად

ყველაზე გარყვნილ ადამიანებზე ზრუნავ, შენ არ ხარ სახალხო დამცველი, შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი. აქ არაფერი პირადული არ არის, ჩვენ ყველანი ცივილიზებული ხალხი ვართ, ჩვენ ვართ პრინციპების, ზნეობის ხალხი. გეუბნებით, შენ თუ არ გესმის, რას ნიშნავს სახალხო დამცველობა, თუ არ გესმის, რომ ფარად უნდა დაუდგე ყოველგვარ უსამართლობას, ამ უსამართლობა ნაზეიმებ ქვეყანაში, უნდა გამოესარჩლო გაჭირვებულ ხალხს, რომლებსაც შვილებს ართმევენ სოციალური მუშაკები, შენ არ ხარ სახალო დამცველი, შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი“ – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მანვე, სამართალდამცველებს მიმართა და მოუწოდა, საკუთარი ხალხის, მოსახლეობის გვერდით დადგეს.

„მინდა მოვუწოდო პატივცემულ ძალოვანებს, თუ გადაუტრიალდათ ამ ჩვენს ნამუსგარეცხილ პოლიტიკოსებს ტვინი და მაინც ეცადნენ, რომ დააძალონ ქართველ ხალხს სიბინძურის კვირეული, ნუ გამოესარჩლებით ამ სიბინძურეს იმიტომ, რომ ხალხი მოვა და თავის სათქმელს მაინც იტყვის. დადექით თქვენი ხალხის გვერდზე და დალოცვილები და გახარებულები იქნებით“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

მსგავსი თემები