ჯანმო  კორონავირუსის ჩინეთის ლაბორატორიაში წარმოშობას ვერ ადასტურებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვერ დასტურდება   ჩინეთის ლაბორატორიაში კორონავირუსის წარმოშობა. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად ის სახელდება, რომ ექსპერტთა ჯგუფს  სრულად არ მიეცა ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაიკ რაიანმის განაცხადებით, ჯანმო ჩინეთს ვერაფერს აიძულებს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს ძალაუფლება, ვინმე ამასთან დაკავშირებით აიძულოს. ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას და ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრის მხარდაჭერას, ასევე ამ საქმეში შეტანილ წვლილს“, – ასეთია რაიანის შეფასება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე  წელს, ვირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩინეთში ჯანმომ ექსპერტთა ჯგუფი გაგზავნა. მათ თავდაპირველად არ მისცეს მუშაობის შესაძლებლობა, შემდეგ კი ნაწილობრივ შეძლეს ემუშავათ. მათი შეფასებით, არ ჰქონდათ წვდომა ვირუსის შესახებ სრულ მონაცემებზე.

მსგავსი თემები