„საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ამერიკა“ – ფილიპ რიკერი  

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის განცხადებით, საქართველოს ამერიკაზე მტკიცე დ ძლიერი პარტნიორი არ ჰყავს. აღნიშნული განცხადება რუკერმა მედიასთან გამართულ  ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.

„აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიაში და ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით“ – ათნიშნა მაღალი დონის სტუმარმა, რომელიც საქართველოში კავკასიის ტურნეს ფარგლებში ესტუმრა.

მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას.

„აშშ მხარს უჭერს საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციას და ჩვენ ერთგულნი ვართ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის განაცხადისა, რომ საქართველო გახდება წევრი. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კოვიდის კუთხით. მოგეხსენებათ, ამ ბრძოლაში აშშ მხარში უდგას საქართველოში და ვაქცინით მოხდება საქართველოს დახმარება. საქართველო პირველი იქნება იმ ქვეყანებში, რომელიც გამოყოფილი 25 მილიონი დოზა ვაქცინიდან გარკვეულ რაოდენობას მიიღებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიაში“ – განაცხადა რიკერმა.

მსგავსი თემები