“ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას ხისტად და ცალსახად გაემიჯნა” – დავით სერგეენკო

უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას „ხისტად და ცალსახად” გაემიჯნა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, „მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის საკუთარი აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს“.

„რადგან მასთან ირიბად იყო დაკავშირებული მოარული ხმები, რომ თითქოს ეს მის მიერ მართული პოლიტიკური ძალა იყო, ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ძალიან ცალსახად და ხისტად გაემიჯნა. დეფინიციები, რაც მან გამოიყენა, რომ ეს არის პარტიის და ქვეყნის ღალატი, რა თქმა უნდა, არის ხისტი. ვფიქრობ, გახარიას ექნება შესაძლებლობა, დაასაბუთოს თავისი პოზიცია, თუმცა განცხადება ცალსახა იყო და წყალგამყოფი გაავლო ამ მოვლენებს შორის”,- განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება გახარიას მიერ გადადგომას გადაწყვეტილებას, სერგეენკოს თქმით, მისი ნაბიჯი გაუგებარი იყო და არის.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო მისი ნაბიჯი. მითუმეტეს, რომ ამ ნაბიჯის გადადგომის დილამდე ის ითვლებოდა „ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერად და წამყვნ პოლიტიკოსად. როდესაც მედიიდან იგებ ამ გადაწყვეტილების შესახებ, მითუმეტეს არგუმენტების გარეშე, ყველაზე ცოტა, გაუგებარი იყო მაშინაც და ახლაც”,- განაცხადა სერგეენკომ.

მსგავსი თემები