„ოპოზიციასაც შევახსენებ, რომ კომპრომისი აუცილებელია“ – ფილიპ რიკერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება და პრესკონფერენციას მართავს. როგორც მაღალი რანგის სტუმარი განმარტავს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  

„საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მნიშვნელოვან პარტნიორად კავკასიაში. ჩემი ვიზიტის გზავნილია, უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს წარმატება, მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს  საარჩევნო და მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებს. მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში. განსაკუთრებით, როცა არის კოვიდ სიტუაცია, ეკონომიკური მდგომარეობა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. ოპოზიციას როცა შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი, ეს არის აუცილებელი ნაწილი დემოკრატიული განვითარებისა, მითუმეტეს, ისეთ მრავალპარტიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა“- განაცხადა ფილიპ რიკერმა.

მისივე თქმით,  აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას.

მსგავსი თემები