„ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი!“ – რამ გამოიწვია გუშინ ზედიზედ 4 მიწისძვრა ჯავახეთში

ქალაქ ნინოწმინდასთან ახლოს გუშინ 4-ჯერ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ კომენტარი გააკეთე:

„ზედიზედ 4 მიწისძვრა ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც რეგიონში დაფიქსირდა.

ჯავახეთი საქართველოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა, სადაც ვულკანურ სეისმურობასთან ერთად ტექტონიკური სეისმურობაც არის. აქედან გამომდინარე, იქ ყოველთვის ხდებოდა და მოხდება მიწისძვრები. ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი, ძალიან კარგია, რომ 4 მსუბუქი მიწისძვრის ხარჯზე გამოთავისუფლდა დაგროვილი ენერგია.

დღესდღეობით შეუძლებელი ამოცანაა, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, მოხდება თუ არა ისევ მიწისძვრა. თუმცა, რადგან ეს სეისმურად აქტიური ზონაა, რა თქმა, უნდა მოსალოდნელია“, – ამბობს თეა გოდოლაძე.

გოდოლაძეს “პრაიმტაიმი” ესაუბრა.

მსგავსი თემები