ფილიპ რიკერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო „ვინოტელში” მიმდინარეობს.

მანამდე კი, ფილიპ რიკერი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მედია ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა. მან ასევე შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან.

დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

დღესვე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართება.

დღის ბოლოს კი ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

როგორც ცნობილია ფილიპ რიკერი საქართველოს გარდა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების პროგრესი და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა.

მსგავსი თემები