ხერსონში რუსი ოკუპანტები საბავშვო ბაღსა და სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ

რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში საბავშვო ბაღს, სავაჭრო ცენტრსა და საცხოვრებელ კვარტლებს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი. ,,რუსმა სამხედროებმა რეგიონის დასახლებულ უბნებსა და საცხოვრებელ კვარტალს დაარტყეს. დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა და 6 კერძო სახლი. დარტყმები დაფიქსირდა სავაჭრო ცენტრში, საბავშვო ბაღსა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოში. რუსული აგრესიის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი”, – ამბობს ალექსანდრ პროკუდინი, ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი.

მეტი...

2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. მათივე ცნობით, 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207). მონაცემების მიხედვით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2023 წელს, იმიგრანტების 44.6…

მეტი...

,,არა რუსულ კანონს” – ქართველი ემიგრანტები ბუდაპეშტში იმ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც კობახიძე იმყოფება

,,საქართველოს მომავალი ევროპაშია”, ,,არა რუსულ კანონს”, ,,ჩვენს შვილებსაც ემიგრაცია ელით?”, – ამ ბანერებით ქართველი ემიგრანტები ბუდაპეშტში, იმ შენობის წინ შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფება. მათი მიზანია, გააგონონ ხმა კობახიძეს და კიდევ ერთხელ მოუწოდონ რუსული კანონის გაწვევისკენ.

მეტი...

რამდენიმე ევროპარლამენტარს პირადი ვენდეტა აქვს ქართველი ხალხის მიმართ – პაპუაშვილი

რამდენიმე ევროპარლამენტარს პირადი ვენდეტა აქვს ქართველი ხალხის მიმართ, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. ,,რაც შეეხება რეზოლუციას, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ჩვენ ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა, როგორც დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არაფერი სიახლე ამ მხრივ არ არის. არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვს პირადი დამოკიდებულება, პირადი ვენდეტა აქვთ ქართველი ხალხის მიმართ და ცდილობენ რაღაცნაირად ბოლო რამდენიმე კვირა, რაც დარჩენილი აქვთ ევროპარლამენტში გამოიყენონ იმისთვის, რომ თავს დაესხან ქართველ ხალხს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.  

მეტი...

მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს – TI

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს. მათი თქმით, 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. იხილეთ განცხადება: ,,საქართველოს მთავრობამ პირველად განაცხადა უარი ევროპის საბჭოს “კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის” (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებაზე. 2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების…

მეტი...

ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 115 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 236 კი დაშავდა

ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 115 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 236 კი დაშავდა. CNN-ის ცნობით, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კასიმ მაჯალივამ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად 10 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა, დაზარალდა 200 000-ზე მეტი ადამიანი. ,,ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ძლიერი ქარი ახლავს, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სავალალო შედეგები გამოიწვია. დაიღუპნენ ადამიანები, დაზიანებულია სახლები და რკინიგზა”, – ამბობს პრემიერი. პარალელურად, წყალდიდობა იყო კენიაშიც, რომელსაც სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

,,ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია” – პატელის მორიგი განცხადება რუსულ კანონზე

,,ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია” – ასე გამოეხმაურა სახდეპის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ,,ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს. ,,ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ – ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ეს იმ კანონმდებლობის მსგავსია, რომელიც ისეთ ქვეყნებში არსებობს, რომელსაც მედიაორგანიზაციების დარბევის გამოცდილება აქვთ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ებრძვიან. ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, რაც არის ის, რაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია”, – ამბობს პატელი.

მეტი...

დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 აშშ დოლარისა და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული”, – ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მეტი...

,,მსურს ტაში დავუკრა ყველა ქართველ ახალგაზრდას” – დავით არახამია რუსულ კანონზე

,,საქართველოს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, უღალატოს ხალხს… მსურს ტაში დავუკრა ყველა ქართველ ახალგაზრდას”, – ასე ეხმაურება უკრაინის ფრაქცია ,,ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია ,,ქართული ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს და თბილისში მიმდინარე აქციებს. ,,მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის დემონსტრაციით საქართველოს მთავრობა უკან შეტრიალდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა, რადგან მათ სურთ, რომ ისინი მოსწონდეთ პუტინს, პესკოვს, მედვედევს, დუგინს და სხვა რუს პროპაგანდისტებს. მათ არ მოსწონთ რასაც ამბობენ შოლცი, მაკრონი, უსრულა ფონ დერ ლეიენი, ამიტომ ჩემთვის ეს ნათელს ხდის, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ უღალატოს საკუთარ ხალხს. იმიტომ რომ ქართველების…

მეტი...

დანია უკრაინის დახმარების ფონდისთვის $630 მილიონს გამოყოფს

დღეს დაგეგმილი ,,რამშტაინის” ფორმატის მორიგი შეხვედრის წინ, დანიამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების ფონდს 4,4 მილიარდ კრონს (630 მილიონი აშშ დოლარი) გადასცემს. ,,ომის დასაწყისიდანვე დანია იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დონორი ქვეყანა. ჩვენ ვაგრეძელებთ იგივენაირად და მოხარული ვარ, რომ ფოლკეტინგის [დანიის პარლამენტის] პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს გადაწყვეტილებაში 2024 წელს უკრაინის ფონდისთვის სამხედრო დახმარებისთვის 4,4 მილიარდი კრონი შევიტანოთ”, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

მეტი...

,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაუხვიოს ამ დესტრუქციული გზიდან” – კონგრესმენები რუსულ კანონზე

,,რუსეთმა საქართველოში მხოლოდ უბედურება, ნგრევა და ოკუპაცია მოიტანა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაუხვიოს ამ დესტრუქციული გზიდან”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრების, ფედერიკა უილსონისა და სტივ კოენის ერთობლივ წერილშია საუბარი. ,,იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა რომ ასე თავხედურად ესმის თავს საკუთარი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან, აღმაშფოთებელია. ამერიკის შეერთებული შტატები იყო და რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად, რომელიც გასცემს უსაფრთხოების დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას და მილიარდობით დოლარს. ამის საპირისპიროდ, რუსეთმა საქართველოში მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოიტანა. FARA-სთან ან დასავლეთის საგარეო გავლენის მონიტორინგის სხვა მექანიზმებთან შედარება მიზანმიმართული…

მეტი...

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 26 აპრილს

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 26 აპრილს ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.6859; 1 ევრო – 2.8804; 1 ფუნტი – 3.3603; 1 ლირა კი 0.0827 ლარი ეღირება.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ” – გერმანიის საგარეო

,,საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე დაწერა. ,,საქართველოში, ათასობით ადამიანი, სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ყოველ ღამით გამოხატავს პროტესტს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ”, – წერს გერმანიის საგარეო.

მეტი...