უკრაინის თავზე 37 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ხერსონის რაიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.  ამის შესახებ განცახდება, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა გააკეთა. მისი თქმით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ხერსონსა და რეგიონის ათზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. არის ნგრევა.

უკრაინის მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის თავზე 37 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, რუსეთი მათ ამჯერად პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან უტევდა კიევის, ოდესის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცას, ჟიტომირის, ჩერკასისა და ხერსონის რეგიონებში.

თავის მხრივმ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობებს, რომ გასულ ღამით დროენებით შეუტიეს რუსეთის სამხრეთსა და ანექსირებული ყირიმს.

მსგავსი თემები