თბილისში ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება. შეკრების ერთი ლოკაცია ევროპის მოედანი იქნება. აქ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბებიან და ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. შეკრება 16:00 საათზე არის დაგეგმილი.
კიდევ ერთი აქცია ვაჟა-ფაშაველას გამზირზე 17:00 საათზეა დაანონსებული. მომიტინგეების მიზანი ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირისა და ჟვანიას (გაგარინის) მოედნის პარალიზებაა.