უკრაინამ და რუსეთმა ბავშვების დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკება გამართეს

უკრაინასა და რუსეთ შორის მოლაპარაკება, დოჰასში, კატარის შუამდგომლობით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის, ომის შედეგად დევნილი ბავშვების საკითხზე,  მოლაპარაკება პირველად გაიმართა. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან უკრაინაში 29 ბავშვს ჩაიყვანენ, უკრაინიდან რუსეთში კი 19 ბავშვს.

კიევი ირწმუნება, რომ ოკუპანტებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთსა თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 19 ათასზე მეტი ბავშვი გადაიყვანეს. ლვოვა-ბელოვამ ამ ინფორმაციას სიყალბე უწოდა.

მსგავსი თემები