ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი მწვრთნელი დამნაშავედ ცნეს

ქუთაისის სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი მწვრთნელი დამნაშავედ ცნო. მას ქალი ფეხბუთელების მიმართ თაღლითობას ედავებიან. ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის  ავრცელებს. ამავე ცნობით, ბრალდებული სხვადასხვა მიზეზით  ქალი ფეხბურთელებისგან თანხის შეგროვებას და  ხელფასის ნაწილის დაბრუნებას ითხოვდა.

მას სასჯელის სახედ და ზომად 10 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

მსგავსი თემები