დაჭრილი და სავარაუდო დამჭრელი მეგობრები არიან – წყალტუბოში მომხდარის დეტალები

წყალტუბოში მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი და სავარაუდო დამნაშავე მეგობრები არიან, რომლებიც უცხოეთში იმყოფებოდნენ და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი.

თვითმხილველების ცნობით, შეიარაღებულმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა, მათ შორის მაშინაც, როდესაც უკვე დაჭრილი მამაკაცი გაქცევას ცდილობდა.

დანაშაული, ცოტა ხნის წინ, წყალტუბოს ცენტრში მოხდა. ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია. გამოძიება მომხდარზე მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა დამნაშავე.

მსგავსი თემები