ოპოზიცია ზუგდიდში შეხვედრას მართავს

ოპოზიციური პარტიები და სამოქალქო სექტორი  ზუგდიდში მოსახლეობას  ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს, მოგვიანებით კი დაგეგმილია მსვლელობა.

“ეს არის ინტერპარტიული შეხვედრა სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, სამოქალაქო სექტორი ვხვდებით მოსახლეობას, ვსაუბრობთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც მოჰყვება, რუსულ კანონს ცხადია ხალხს კარგად ესმის და მათ წინდაწინ იციან თუ რამხელა საფრთხეა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყოთ მობილიზებული და ეს ქვეყანა არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს და მის კრიმინალურ ხელისუფების“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი შეხვედრა, გუშინ, ქუთაისში გაიმართა.

 

 

მსგავსი თემები