დამთავრდა სახლში ჯდომის დრო, საქართველოს აუქმებს ივანიშვილი – ხაბეიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან, – ასე აფასებს “ენმ”-ის თავმჯდომარე ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც 425 ხმით, ცოტა ხნის წინ მიიღეს.

„უკიდურესად მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის. განცხადებების შემდეგ უკვე ოფიციალურად 480 – დან 425 ევროპარლამენტარის გადაწყვეტილებით რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს. უკიდურესად მძიმე და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან.

ეს ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შეცვლას – ევროპული კურსიდან გადახვევა, უკიდურეს გაჭირვებას და უმძიმეს რეალობას საქართველოსთვის.

რეზოლუციაში მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უზრუნველყოფა მინიმალურად ობიექტური საარჩევნო გარემოსი, სადაც ხალხი გადაწყვეტს მისი ქვეყნის ბედს და არა ივანიშვილი.

ჩემო ძვირფასებო დამთავრდა დრო სახლში ჯდომის, პულტებით ტელევიზორთან სხდომა და აბსოლუტურად ყველა საქმე კარგავს აზრს.

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი ! დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და აბსოლუტურად ყველა ჩავერთოთ რუსული კანონის, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია, ძალა ევროპაშია!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

მსგავსი თემები