კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ – სამოქალაქო ორგანიზაციები

სამოქალაქო საზოგადოება კვირას, 28 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას აანონსებს. ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებიდან ხდება ცნობილი.

,,მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა”, – აცხადებენ ორგანიზაციები ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც ამ დროისათვის 126 ხელმომწერი ჰყავს.

მსგავსი თემები