ოკუპანტების მიერ დაკავებული 3 ახალგაზრდა გაათვისუფლეს

თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს, თავისუფლები არიან. ისინი ა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები