რა თქმა უნდა, ვეთანხმები და სწორია – გომელაური რუსულ კანონზე

რა თქმა უნდა, ვეთანხმები და სწორია, – ამბობს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური რუსულ კანონზე.

,,მკითხეს კანონს ეთანხმებით თუ არა, აბა მითხარი, აბა მითხარი, თითებს გვიშვერდნენ, რა თქმა უნდა, მე ვარ როგორც შს მინისტრი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, გუნდის წევრი ვარ. ისე მეკითხებოდნენ, თითქოს რაღაც ჩამჭრელი კითხვა მკითხეს, გახარებული იყო, დიახ ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები