,,კობახიძე, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება” – კრამონი

,,კობახიძე, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა X-ზე დაწერა.

„ძვირფასო კობახიძე. არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას”, – წერს კრამონი.

მსგავსი თემები