ავსტრიაში, რუსული კანონი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილმაც გააპროტესტა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ვენაშიც გაიმართა. აქციაზე ,,ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილმა, მარიამ დარჩიამაც გააპროტესტა. მას ხელში ეჭირა ბანერი წარწერით: ,,ევროპულ გამოცდილებას რუსეთის გუბერნიაში სამუშაოდ არ ვაგროვებ, ფარჩაკებო”.

მეტი...

პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ონლაინ მედიის წარმომადგენლებს შენობაში ისევ არ შეუშვებენ

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. შენობაში ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის აკრედიტებულებს, ისევ არ შეუშვებენ. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს: „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა

რუსეთში, სევასტოპოლის მხარეში Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა. ორი პილოტი კლინიკაში გადაიყვანეს, შემთხვევის ადგილიდან ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის ევაკუაცია მოხდა, ხოლო მეოთხე პირს, ეძებენ. მოგვიანებით, რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემამ RIA Novosti-მ, თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა აეროდრომზე დაბრუნებისას.

მეტი...

რუსული სარაკეტო დარტყმა დნეპრზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები

უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. დაღუპულთა შორის არის 8 წლის ბავშვიც. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

,,ეს არის საბჭოთა კავშირისკენ სწრაფვა. ადამიანებმა მოსკოვი ჩაინაცვლეს ბრიუსელით” – პაპუაშვილი

,,ეს არის საბჭოთა კავშირისკენ სწრაფვა. ეს არის ის, რომ უბრალოდ ადამიანებმა მოსკოვი ჩაინაცვლეს თავის მენტალიტეტში ბრიუსელით”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით მორიგი პროპაგანდისტული განცხადება გააკეთა. ,,ევროკავშირს სჭირდება ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ ხომ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის და არა საბჭოთა კავშირის წევრები?! ის, რასაც დღეს გვეუბნება გარკვეული კასტა, სიმბიოზი NGO-ებისა და პარტიებისა, ეს არის სწრაფვა საბჭოთა კავშირისკენ. სხვა რამეა? რასაც გეტყვიან, ის რომ უნდა გააკეთო, ცალ ფეხზე დადგე, ოღონდ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. ეს არის საბჭოთა კავშირისკენ სწრაფვა. ეს არის ის, რომ უბრალოდ ადამიანებმა მოსკოვი…

მეტი...

,,ხალხის ღალატი” და ,,ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა” – ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი ,,ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის ,,ლაგამის ამოდებად” აფასებს. ,,ცხადია, ჩვენი პრეროგატივა არაა ვუკარნახოთ რომელიმე სუვერენულ ქვეყანას, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ მათ უნდა მოუსმინონ იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ახლა მოდის ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ. რა თქმა უნდა, ეს კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ, კონკრეტულად კი ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი – ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის გზას…

მეტი...

ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიუნხენში გამართეს

ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიუნხენში, საქართველოს საკონსულოსთან გამართეს: ,,მიუნხენის ემიგრანტებიც ვუერთდებით, რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ვაპროტესტებთ ,,ოცნების” მიერ დაინიცირებულ რუსულ კანონს. ჩვენი ადგილი არის ევროპაში და არა რუსეთში”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მეტი...