,,რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით პარლამენტში, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო” – პაპუაშვილი ოპოზიციას

,,რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით პარლამენტში, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სესიაზე განაცხადა და უპასუხა დეპუტატ არმაზ ახვლედიანის შეკითხვას, რატომაა პარლამენტში დაწესებული ისევ უსაფრთხოების რეჟიმი.

,,რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, გამოწვეული არის იმით, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით, მათ შორის, წინა დღეებთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიიცის და ენჯეოების მიერ მოწოდებული აქციები იზრდებოდა, ყოველ ჯერზე ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, მათ შორის, პოლიციელების წინააღმდეგ და სხვადასხვა საგნების სროლა.

ჩვენ გვაქვს შარშან მარტიდან ცუდი გამოცდილება, რომ ოპოზიცია, რომელიც არგუმენტით ვერ ჭრის, ცდილობს, რომ ძალით გაჭრას. და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების, პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვისთვის და ასევე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით არის ხოლმე ასეთი რეჟიმი დაწესებული.

ამიტომ, რა გითხრათ, რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო. რაც უფრო აგრესიულები იქნებით და ლაპარაკის ნაცვლად გექნებათ ძალადობისკენ, მით მეტად იქნება უსაფრთხოება. ეს ჩემი ვალდებულებაა”, – ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები