რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს – ზურაბიშვილი

რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები შეშფოთებულები არიან, – ამბობს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი LN24-თან ინტერვიუში.

,,საქართველოს დამოუკიდებლობიდან და ბევრად უფრო ადრეც, საუკუნეებით უფრო ადრე, მაგრამ განსაკუთრებით დამოუკიდებლობის შემდეგ, ყველა გამოკითხვა გვიჩვენებს რომ საქართველოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტს სურს ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია და ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, ამიტომ გასაოცარი არ არის ეს გამოსვლები, რადგან ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და როგორც ევროპელი ლიდერები გვპირდებიან, თუ დავაკმაყოფილებთ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, წლის ბოლოს გვექნება საშუალება დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

და სწორედ ამ დროს არის მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ყველაზე აშკარაა ეს რუსული კანონი, ეს კანონი, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია, რომელიც პირდაპირ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოში და ქვეყანას წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში, კულტურის, განათლების სფეროებში ეხმარებიან. ეს ქვეყანა 30 წლის განმავლობაში ევროპელების და ამერიკელების ყურადღებას და მხარდაჭერას იღებდა. ესაა მიზანში ამოღებული და გასაკვირი არ არის, რომ ერთი მხრივ, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს, და ამის საპირისპიროდ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, როგორც ევროპელები, ისე ამერიკელები აპროტესტებენ და შეშფოთებული არიან ამ კანონის მიღების პროცესით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები