გრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. შესაბამისად, კიდევ უცნობია, როდის დატოვებს ლაზარე სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, უკვე ერთი კვირაა, საქალაქო სასამართლო და პენიტენციური დაწესებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების ოქმის გამოსაცემად საჭირო დოკუმენტს, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს, არ აწვდიან.

მსგავსი თემები