„მივყავარ და დროშის სადგარ, ბოძს პირდაპირ სახით მანარცხებს“ – ელისაშილის გამოკითხვა

გამოკითხვიდან  გამოსული ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებს მისი ცემის ამსახველი ყველა ვიდეომასალა გააჩნიათ.

„ეს კადრები გამომძიებელს ჰქონდა და არაერთხელ ჰქონდა ნანახი.  ამ კადრებზე დეტალურად ვისაუბრეთ. ზემოთ ეცდებიან ჩაფარცხონ ეს საქმე.  სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც დაგდებულს მირტყამენ, მათ შორის პატრულის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ის ადამიანი, რომელსაც მიზანმიმართულად მივყავარ და დროშის სადგარ, ბოძს პირდაპირ სახით მანარცხებს. პირდაპირ ჩანან და მათი დაკითხვის გარეშე ანუ ისე უღმერთოდ ვერ ჩაფარცხავენ, რომ ისინი არ დაიბარონ. მაშინ მათი გამოძიება აბსოლუტურად სასაცილო იქნება“, – განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა ელისაშვილმა მედიასთან.

ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხეს.

 

 

მსგავსი თემები