„ძაღლობის წარმომადგენელი პოლიციელების საქმის ჩაფარცხვა მოხდება“ – ნაცემი დეპუტატი

ოპოზიციონერი დეპუტატის – ალეკო ელისაშვილის გამოკითხვა დასრულდა. ელისაშვილი სამართალდამცველების კითხვებს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში პასუხობდა, როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიების იმედი არ აქვს და „ძაღლობის წარმომადგენელი პოლიციელების საქმის ჩაფარცხვა მოხდება“.

„ძალიან სტანდარტული პროცედურა იყო. ძალიან გულმოდგინედ და აშკარად კვალიფიციური გამომძიებელი იყო, გოგონა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე მასთან პრეტენზია არ მექნება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მის დონეზე არ გადაწყდება. მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა, რეალურად და „ძაღლობის” წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება. შესაბამისად, აქ მოვედი აბსოლუტურად ფორმალურად. მიუხედავად ჩვენი რუსული ხელისუფლებისა, აქ მოვედი იმისთვის, რომ ჩემ საქართველოს ვცემ პატივს“ – განაცხადა ელისაშვილმა გამოკითხვის შემდეგ.

 

 

მსგავსი თემები