შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციით მოსმენის დროს, ,,ლელო საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გომელაურის განცხადებებმა გამოიწვია. ის პარლამენტთან რუსული აქციის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ძალადობაში და პოლიციის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.