ვწუხვარ რაც მოხდა, რატომ მოხდა და როგორ, გამოძიება დაადგენს – გომელაური პოლიციელთა მიერ ელისაშვილის ცემაზე

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა ,,მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე.

,,ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, ან ეს იყო, ასე მოუვიდა, ისე მოუვიდა, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა თუ ვინ გააკეთა, გამოძიება დაწყებულია, რომ მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ასე თქვით და ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზე, სასამართლოზე.

კადრებში ნათლად ჩანდა თუ რა ხდებოდა რეალურად, გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი, ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო. არ ვიძახი, რომ ყველა ძალადობდა, ოპოზიციის ლიდერები მათ შორის, ზოგი ნორმალურად იდგნენ და განცხადებას აკეთებდნენ, ეს ნორმალურია რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო მასე, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ, მოუწოდებდნენ, თვითონ შედიოდნენ კონფლიქტში პოლიციასთან, შეურაცხყოფას აყენებდნენ.

კიდევ ვიძახი, ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემას, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას”, – ამბობს გომელუარი.

მსგავსი თემები