“7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე” – თალაკვაძე

“7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე. ამ ადამიანებმა და მათმა ლიდერებმა, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადასტურებული, მოქალაქეებს ჩაუკეტეს გასასვლელები და სამაგალითოდ, პირდაპირ ეთერში დასაჯეს ჩვენი თანამოქალაქეები უკიდურესი ძალადობით“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა.

მისი შეფასებით, ეს ის ოპოზიციაა, რომელიც მწამებლებისა და გამტაცებლების გვერდით დგას.

„გამოვიდა ქალბატონი ნაცვლიშვილი და განაცხადა, არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნასო. თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახართ? ვინ არიან შენი პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს, აწამებდნენ, იტაცებდნენ. თუ გამართლება არ აქვს, შენ როგორ გაამართლე ეს ხალხი?!

ახლა გამოდიხართ, შეურაცხყოფას აყენებთ პოლიციელებს, თან გულზე მჯიღს იცემთ – პოლიციას გაუმარჯოს და ჩვენი პოლიციის გვერდით ვართო, ვის გვერდით ხართ? გვერდით კი არ ხართ, იმ დღეს გამწარებულები ეძებდით, პოლიციის დამატებითი დანაყოფები სად არიანო, რომ იქნებ ახალგაზრდებთან რაღაც ფიზიკური კონტაქტი მომხდარიყო,”- აღნიშნა თალაკვაძემ სხდომაზე.

 

მსგავსი თემები