4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს

2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ბუფალოს პოლიციის დეპარტამენტმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ 12 წლის ჯეილენ გრიფინის ცხედარი გასულ პარასკევს სამწელიწადნახევრიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

გამოძიების ინფორმაციით ბიჭის ძმა ჯავაანი სახლის წინ მოკლეს 2020 წელს სამი თვის შემდეგ, რაც მისი 12 წლის ძმა გაუჩინარდა. გრიფინის დედა, ჯოან პონზო, 2023 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

როგორც მეზობლები ამბობენ, სახლში, სადაც ბიჭის ცხედარი იპოვეს, ადამიანები ხშირად მოძრაობდნენ. პოლიციამ ფულადი ჯილდოც კი დააწესა ინფორმაციის სანაცვლოდ, თუ ვინმეს რაიმე ცნობა აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები